მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა დმანისში პატარა ძიუდოისტებს მასტერკლასი ჩაუტარა
ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტულ სკოლაში პატარა ძიუდოისტებს გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანი გაუზიარა.
შეხვედრის ფარგლებში ჩემპიონმა ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა, საკუთარი საფირმო ილეთები აჩვენა და იმ რთულ, თუმცა საინტერესო გზაზე ესაუბრა, რომელიც დიდ სპორტში წარმატების მიღწევას სჭირდება.