მარნეულელი მშვილდოსანი სალომე ხარშილაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
🏹 ბულგარეთში, ქალაქ -პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფინალში გავიდა. გუნდის ერთ-ერთი წევრია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელი, სალომე ხარშილაძე (პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი).
🏹 ფინალური შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ქართველ სპორტსმენებს ვერცხლის მედალი უკვე გარანტირებული აქვთ.
🏹 გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ რეჟიმში(https://share.google/fCH8S5O14oC2mSeH1 ) ადევნონ თვალი ევროპის ჩემპიონატს და მხარი დაუჭირონ საქართველოს ნაკრებს.