თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ექვსივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლო-მ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულთა შორის არიან ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი, ირაკლი სეხნიაშვილი და ელისო კილაძე. ბრალდებულთა ნაწილი მიმალვაშია, შესაბამისად, სასამართლომ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაუსწრებლად იმსჯელა.
საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ მიუთითა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეზე, რაც სასამართლომ გაიზიარა.
ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე მიმალულები არ არიან და ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდებიან.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში ათი პირის მიმართ მიმდინარეობს.