ორთაჭალაში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს – დაწყებულია გამოძიება

19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა საკუთარ ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და ადგილზე გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი მის თანმხლებ პირთან.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading