თელავში ავტომობილით ნაცნობს განზრახ შეეჯახა – 1996 წელს დაბადებული ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული დ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თელავში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, თავისი ავტომობილით კონფლიქტის ნიადაგზე ნაცნობს, 1993 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს დაეჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა. დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში მოათავსეს, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზასთან, მიმალვის მცდელობისას ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading