თეა ახვლედიანი პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ მარნეულში ეწვია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ მარნეულს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული განათლების ხელშეწყობა, სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის გაცნობა და ახალგაზრდების მხარდაჭერა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის ხელმძღვანელი პირები, ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი და სხვა ოფიციალური პირები.
ვიზიტის დროს მინისტრმა და სტუმრებმა კოლეჯის სასწავლო ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები და დახურული გრუნტის მეურნეობა (სათბურები) დაათვალიერეს. თეა ახვლედიანმა სტუდენტებთან პირისპირ შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის ფლობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის, ხოლო კოლეჯი „მოდუსი“ უზრუნველყოფს ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და შრომის ბაზარზე წარმატებულად დასაწყებად საუკეთესო პირობებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, სტუდენტებმა და პედაგოგებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამომავლო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და კარიერულ წინსვლას.