გორში მიკროავტობუსის ქურდობისთვის 2001 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველო თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან სხვისი მიკროავტობუსი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ც. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო მოპარული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading