თბილისში უკრაინის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული კ.პ., დააკავეს.

დაკავების დროს სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „მეთადონი“, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading