მარნეულელი მშვილდოსანი სალომე ხარშილაძე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელი სალომე ხარშილაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 12 თებერვალს ბულგარეთში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირისთვის მზადების დასკვნითი ეტაპი 7-11 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ დარბაზში გაიმართა. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში სპორტსმენებმა ინტენსიური მომზადება გაიარეს მაღალი რანგის შეჯიბრებისთვის.
ევროპის ჩემპიონატის ნახვა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა გულშემატკივრებს ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.