გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნა 23 სექტემბრამდე უნდა განხორციელდეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საარჩევნო უბანში მისვლა, შესაძლებლობა აქვთ, კენჭისყრაში მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღონ.
გადასატანი ყუთის მოთხოვნით ამომრჩეველმა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა.
📌 გადასატანი ყუთით კენჭისყრა ჩატარდება 09:00-დან 19:00 საათამდე.
ℹ️ მარკირება გაუკეთდება იმ ამომრჩევლებსაც, რომლებიც გადასატანი ყუთით მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობით და საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ დაარეგისტრირონ შესაბამისი მოთხოვნა.