სახელმწიფო ენის ახალი გამოცდა პირველად 6-7 დეკემბერს ჩატარდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველად ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდას A1, A2, B1 და B2 დონეებზე. გამოცდა ჩატარდება 6-7 დეკემბერს, ხოლო რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის 18:00 საათამდე.
მნიშვნელოვანი პირობები:
- რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, სარეგისტრაციო გვერდზეა შესაძლებელი;
- აუცილებელია პირადობის დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის (50 ლარი) ქვითრის ატვირთვა;
- სპეციალური საჭიროების მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ სამედიცინო ცნობა ფორმა №100 1 დეკემბრამდე;
- განაცხადის შეცვლა შესაძლებელია 2 დეკემბრის 18:00 საათამდე.
გამოცდა ასახავს ოთხ კომპეტენციას: მოსმენა, კითხვა, წერასა და ლაპარაკი.
A1–A2 და B1–B2 დონეები განსაზღვრება შეფასებული ქულების მიხედვით. უსინათლო გამოსაცდელებისთვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ.
🔹 შენიშვნა: 2030 წლიდან იგეგმება გამოცდების ჩატარება C1 და C2 დონეებზე.