კობახიძე: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე უკვე 18 800-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა შეიტანა განაცხადი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მიმართ კურსდამთავრებულთა ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, პროგრამაში მონაწილეობის სურვილით უკვე 18 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიმართა.

„ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი. ინტერესი არის ძალიან მაღალი და დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტაჟირების პროგრამა საჯარო სექტორში კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მონაწილეებს ანაზღაურებად პრაქტიკას სთავაზობს სახელმწიფო უწყებებში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading