,,მარნეულის არმაზის” მორაგბეები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ივლისში გასამართი მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
სანაკრებო განაცხადში დებიუტანტებს შორის არის „მარნეულის არმაზის“ აღზრდილი რატი ზაზაძე, რომელიც ამჟამად ფრანგული კლუბ „ნევერის“ შემადგენლობაში თამაშობს.
საერთო ჯამში, ეროვნულ ნაკრებში „არმაზის“ აღზრდილი ოთხი მორაგბეა – ვასილ ლობჟანიძე, კოტე მიქაუტაძე, თენგიზ პერანიძე და რატი ზაზაძე.
ასევე აღსანიშნავია მარნეულელი საბა ნოზაძე, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში იყო და ამჟამად კარიერას საფრანგეთში აგრძელებს.