მარნეულელი ტაეკვონდოისტები საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენები, თინათინ ხვედელიძე და ლინა შავაძე, ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.

18-20 ივნისს მარნეულელი ტაეკვონდოისტები ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ, ხოლო 21-22 ივნისს G-1 კატეგორიის საერთაშორისო სარეიტინგო შეჯიბრში ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ თინათინ ხვედელიძე და ლინა შავაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან. მათი პირადი მწვრთნელები ზაზა უმფრიანი და გიგა გავაშელიშვილი არიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა სპორტსმენებსა და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს.