ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საჯაროდ განიხილეს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობდა.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები წარადგინა, მათ შორის – ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, მუნიციპალური მომსახურებების გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების მიმართულებები.
სოციალური საკითხები დეტალურად განმარტა ლელა კვირიკაშვილმა, ხოლო ინფრასტრუქტურულ გეგმებზე ინფორმაცია გიორგი მელიქიშვილმა მიაწოდა. დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს. მიღებული რეკომენდაციები მერიის მიერ განხილვის შემდგომ ბიუჯეტის პროექტში აისახება.
გიორგი სვანიძის თქმით, ბიუჯეტის საჯარო განხილვა გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია. განახლებული ბიუჯეტის საბოლოო ვერსია საკრებულოს განსახილველად უახლოეს დღეებში წარდგება.