FAO-ს ექსპერტები საქართველოში მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტზე მუშაობენ

FAO-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში იმყოფება „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა და მიწის პროექტის“ (GRAIL) მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის ფარგლებში. ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს მიწის კონსოლიდაციის პროცესისთვის აუცილებელი კვლევების დაგეგმვა – მონაცემთა საჭიროებების განსაზღვრა, რუკების მომზადება, ინტერვიუებისათვის ტრენინგების დაგეგმვა და სხვა ტექნიკური მზადების საკითხები. ასევე განხილული იყო FAO-ს მიერ ჩატარებული სამართლებრივი შეფასების შედეგები და რეკომენდაციები რეგულირების დაზუსტების შესახებ.

პროექტი მოიცავს ორ საპილოტე არეალში ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციას მოსახლეობის ჩართულობით. კონსოლიდაციის მიზანია მცირე ნაკვეთების გაერთიანება/გაცვლა, ეფექტიანი მიწათსარგებლობის უზრუნველყოფა და ფერმერული მეურნეობების გაძლიერება.

პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, FAO-ს მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის ფინანსური უზრუნველყოფით.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading