ანსამბლმა „იადგარმა“ თბილისში დასკვნითი საჩვენებელი კონცერტი გამართა

17 ივნისს, ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ფოლკლორის სამსახურის სოფელ ხაიშის ხალხურ საკრავთა ანსამბლმა „იადგარმა“ (ხელმძღვანელი – ნათია ოქრუაძე) თბილისის მ. ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ დასკვნითი საჩვენებელი კონცერტი გამართა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღო სოფელ ხაიშის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლამპრულმაც“, რომელსაც მაია ჭანტურიძე ხელმძღვანელობს.


საღამო ქართული ფოლკლორისა და ტრადიციებისადმი მიძღვნილ ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ანსამბლების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და დარბაზი არაერთხელ გაახმაურა მხურვალე აპლოდისმენტებმა.
