მარნეულში სპექტაკლის „ჰაიდე“ პრემიერა გაიმართება
📅 17 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დარბაზში შედგება კულტურის ცენტრის სპექტაკლის „ჰაიდე“ საპრემიერო ჩვენება.
პიესა ეძღვნება ქალების როლსა და ძალას თანამედროვე საზოგადოებაში – მათ ყოველდღიურ, ხშირად დაუფასებელ შრომას, ლიდერობას, შემოქმედებით პოტენციალს და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას. სპექტაკლი ქმნის სივრცეს, სადაც ქალების ხმა მკაფიოდ და ძლიერად ისმის.
🎭 პიესა ექსკლუზიურად შეიქმნა მარნეულის კულტურის ცენტრისთვის და განვითარდა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში.
📌 შემოქმედებითი ჯგუფი:
- იდეის ავტორი / პროექტის ხელმძღვანელი: თამთა ტაბატაძე
- დრამატურგი: ქეთევან სამხარაძე
- რეჟისორი / მხატვარი / ქორეოგრაფი: ტატო გელიაშვილი, თათა თავდიშვილი
- მუსიკა: მიხეილ ზაქაიძე
🎭 მონაწილეობენ:
მარინა ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ზურა ხაფთანი, ლიზა ნიკვაშვილი, ნინი ნოზაძე, პაპუნა ირემაძე, ალექსანდრე შარაბიძე, მაკა სტეფანია, მარიამ ჭოხონელიძე, ნიკა გუგუნავა.
📍 ლოკაცია: მარნეულის კულტურის ცენტრი, რუსთაველის ქ. #108
🕕 დრო: 17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 18:00 საათი
❗ დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებით!
📩 მოსაწვევის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორებს პირად შეტყობინებაში ან დარეკეთ ნომერზე: 555 178 829