ზამურ ჭითანავა ქვეშისა და კიანეთის მოსახლეობას შეხვდა
ბოლნისის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, ქვეშისა და კიანეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა თბილ გარემოში, აქტიური ჩართულობითა და მოქალაქეთა მხრიდან ინტერესით წარიმართა.
ზამურ ჭითანავას თქმით, მსგავსი შეხვედრები მას შესაძლებლობას აძლევს უშუალოდ მოისმინოს მოქალაქეთა საჭიროებები, მოსაზრებები და მოლოდინები, რაც მნიშვნელოვანია მომავალ გეგმებზე მუშაობის პროცესში.
„ყოველი ასეთი შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულია. მოსახლეობის გულწრფელი სიტყვები, გულთბილი დამოკიდებულება და აქტიური ჩართულობა მაძლევს უდიდეს ენერგიას. მიხარია, რომ შევძელი უშუალოდ მათგან მომესმინა საჭიროებები და იდეები. სწორედ ასეთ დიალოგზეა დაფუძნებული სწორი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მისი თქმით, ადგილობრივებთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობა იყო საინტერესო და შინაარსით დატვირთული.
„გმადლობთ სითბოსა და ნდობისთვის“, – დასძინა ზამურ ჭითანავამ.