შსს-ს პოლიციის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს – გიორგი სახოკია თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს. შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს გიორგი სახოკია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ ოფიციალურად წარუდგინა.
წარდგენის ღონისძიების ფარგლებში შალვა თადუმაძემ აკადემიის კოლექტივთან შეხვედრაც გამართა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი სახოკია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ისე თავდაცვის სამინისტროში.
ახალ რექტორს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს – 2014 წლიდან 2019 წლამდე მან უწყებაში სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა.