შეხვედრა ქართულ-ინდური ორგანიზაციის თავმჯდომარესთან

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, ქართულ-ინდური ორგანიზაციის „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარეს, დარპან პრაშერს შეხვდა.

შეხვედრაზე, 2025 წლის გაზაფხულზე, ინდოეთში ქართული თეატრის დღეების გამართვის შესაძლებლობასა და ღონისძიებაში სახელმწიფო თეატრების მონაწილეობაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები.

თინათინ რუხაძემ და მაია ომიაძემ გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading