დმანისის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ განახლებაში ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გახსნა. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

როგორც მერმა აღნიშნა, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა სამი სოფლის – განახლების, ველისპირისა და სარკინეთის – ერთობლივი პროექტია, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით განხორციელდა.

📌 სამუშაოების ჯამური ღირებულება102,475 ლარი.

სპორტული მოედნის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ დმანისის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

  • ახალი სპორტული სივრცე ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და აქტიური დასვენების შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading