გარემოს ეროვნული სააგენტო: 9-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგიერთ რაიონში – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მცირე მდინარეებზე წყლის დონის მატება და წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
განსაკუთრებული ყურადღება გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებზე უნდა მიექცეს – იქ არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების რისკი.
📌 საფრთხის დონე – საშუალო.
მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ მდინარეების ჭალებსა და მდინარისპირა ზონებში გადაადგილებას, ასევე დაიცვან უსაფრთხოების წესები თუნდაც დროებითი დამძიმებული მეტეოროლოგიური პირობების დროს.