ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. მის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ცერემონიის დროს შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო მხარეებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მილანოვიჩი პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ ნიხეილ ყაველაშვილთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება იქნება გაკეთებული.

ხორვატიის პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading