სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა რეგისტრაციის გარეშე 7 საკვები ობიექტი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. ობიექტები საქმიანობდნენ სააგენტოსგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკური საქმიანობათა რეესტრის გარეშე.

მათ შორის იყვნენ:

  • ფიზიკური პირი ფ. ტ. (ხელვაჩაური, სოფელი მახო) – ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი;
  • ფიზიკური პირი დ. ა. (ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის N 29) – ფრინველთა სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები;
  • ფიზიკური პირი დ. მ. (ბათუმი, დაუდ ასამბაძის 3 ა) – ცხოველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, აგრეთვე დაილუქა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი;
  • შპს „ბაკური“ (ბათუმი, სევერიან აჭარელის ქ. N 4 – აგრარული ბაზარი) – ქათმის სარეალიზაციო სივრცეში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, სადაც ბიზნესოპერატორი დაკვლის ადგილზევე უწევდა რეალიზაციას ფრინველის ხორცს;
  • ფიზიკური პირი ნ. ს. (ქობულეთი, თავისუფლების ქ. N 17) – ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი;
  • ინდმეწარმე ი. კ. (ქობულეთი, რუსთაველის ქ. 168) – საქმიანობდა რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, ხორცპროდუქტების საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

ინსპექტორებმა ყველა შენობა-ნაგებობა ლიკვიდაციის ან აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებებით უზრუნველყვეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading