საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე რამაზ გოგობერიშვილის ტურნირის ფინალს დაესწრო

რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართა რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირის ფინალი, სადაც თბილისის „რაშიმ“ ზესტაფონის „მარგვეთი“ 80:75 დაამარცხა. მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საუკეთესო მოთამაშედ ტრევორ ტომასი დასახელდა და ჯილდო მინისტრის მოადგილემ გადასცა. ტურნირი 22–26 თებერვალს გაიმართა, წელს პირველად და ტრადიციულად გაგრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading