მარნეულელმა ძიუდოისტმა გოგონებმა სარეიტინგო ტურნირზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

11 მარტს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირი გაიმართა გოგონათა შორის (2006–2009 და 2010–2011 წლებში დაბადებულები). ტურნირში წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა.

მარნეულელმა სპორტსმენებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს:

  • ლიზა დავაძე – 70 კგ წონითი კატეგორია (პირადი მწვრთნელი – სანდრო იაკობაშვილი)
  • ქეთი ხარაზიშვილი – 63 კგ წონითი კატეგორია (პირადი მწვრთნელი – ზურაბ ბეჟანიშვილი)

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading