თეთრიწყაროელმა სპორტსმენებმა თომა კვასტიანმა და ლაშა მელაძემ თბილისის სარეიტინგო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

9 მარტს, ქალაქ თბილისში, 2014–2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის საქართველოს სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ სპორტსმენებმა – თომა კვასტიამა და ლაშა მელაძემ.

ორივე სპორტსმენმა 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება მოიპოვა და ბოლოს მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

სპორტსმენებს პირადი მწვრთნელები – ლერი გულედანი და გეგი თამლიანი.

შეჯიბრებაზე თომა კვასტიამა და ლაშა მელაძე თავდაუზოგავად იასპარეზეს, თუმცა ერთი შეხვედრა გამოდგა გადამწყვეტი მათთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading