აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად ასახელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო მოგზაურობის განახლებული რეკომენდაციების გვერდი აამოქმედა, რომელიც გლობალური ინტერაქციული რუკის მეშვეობით ქვეყნებს უსაფრთხოების დონეებით აჯამებს. საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედებს საფრთხის პირველი დონე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთხოა. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, საქართველოში მოგზაურობისას ჩვეულებრივი სიფრთხილის ზომები დაიცვან.

მეზობელ ქვეყნებში სიფრთხილის დონეები განსხვავებულია: თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში – მეორე დონე (მომატებული რისკის ზონები), რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში – მეოთხე დონე, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობა არ ურჩევენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading