პედაგოგი და კულტურის მოღვაწე თამაზ მამალაძე წმინდა ილია მართლის საერთაშორისო პრემია „ივერია“-თი დაჯილდოვდა

2026 წელს თამაზ მამალაძე წმინდა ილია მართლის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია „ივერია“-თი დაჯილდოვდა.

ბატონი თამაზი მრავალი ანსამბლის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელია. იგი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში, ზრდის ახალგაზრდა თაობას და მათთვის ღირსეული მისაბაძი მაგალითია.

მისი მრავალწლიანი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა გამოირჩევა პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ქართული კულტურისადმი ერთგულებით.

Regionnews ულოცავს ბატონ თამაზს, ვუსურვებთ დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading