მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 27 ოქტომბერს სხდომას გამართავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხვალ, 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგში სამი საკითხია:
🔹 მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი მარნეულელი პედაგოგების წახალისება;
🔹 მერიისთვის საწვავისა და სასაუბრო ლიმიტების განსაზღვრის შესახებ 2024 წლის განკარგულებაში ცვლილების შეტანა;
🔹 საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცება.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ავრცელებს.