მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა და მათ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო.

როგორც მერმა აღნიშნა, მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების გამოსავლენად და მათი გადაჭრის გზების მოსაძებნად.

„ინდივიდუალური შეხვედრები მოქალაქეებთან შესაძლებლობას გვაძლევს, მოვისმინოთ მათი საჭიროებები და დეტალურად გავეცნოთ საკითხებს. ერთად გავაანალიზოთ გამოწვევები და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში, გადაჭრის გზებზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა დაურ ისმაილოვმა.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading