მარნეულის კულტურის ცენტრის ახალგაზრდა მომღერლები კონკურს-ფესტივალზე „სხვა საქართველო სად არის“

📍 16 ოქტომბერს, ქალაქ ახალციხეში, ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ გამარჯვებულთა და ლაურეატთა კონცერტი გაიმართა.

🎶 ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის კულტურის ცენტრის ბავშვთა ვოკალის სტუდიის სოლისტებმა: ქრისტი ჯავახიძემ, ელენე ბაბილოძემ, ალექსანდრა შუბითიძემ და ანდრია მიშველიძემ.

🌟 ღონისძიების მიზანი ქართული სიმღერისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენა და წახალისება, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრ

შორის გამოცდილების გაზიარება იყო.

👏 ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა მომღერლებს მონაწილეობას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემოქმედებით წინსვლასა და კიდევ მრავალ მუსიკალურ გამარჯვებას!

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading