ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მოსახლეობასთან ერთად, დაბა კაზრეთში, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ჯამურად 85 მლნ. ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერად, დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას მისი მოადგილე ილია ჯალაღანია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეები აკაკი მშვიდობაძე და ირაკლი ნაფეტვარიძე ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლის მხარე

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading