ქვემო ქართლში რეგიონის განვითარების პრიორიტეტები განიხილეს
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის განვითარების პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროექტებზე, საბიუჯეტო პროცესებსა და მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაციასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას დაეთმო.
შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.