“მმართველ გუნდში მუდმივად არსებობს მზაობა, რომ დავსხდეთ და გვქონდეს დისკუსია ჩართულ მხარეებთან” – ვახტანგ ჩოჩია დიალოგზე

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება კონსტრუქციულ პროცესში მონაწილეობისკენ. მან ამ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მხარეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ დასხდნენ მაგიდის ირგვლივ და პროცესმა ქუჩიდან გადაინაცვლოს კონსტრუქციულ ვითარებაში.

მუდმივად არსებობს მზაობა მმართველ გუნდში, რომ დავსხდეთ, გვქონდეს დისკუსია ჩართულ მხარეებთან და შესაბამისად, მეც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გაიაზრონ და გაითვალისწინონ ეს მოწოდება”, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა, რითაც ოპოზიციასთან შესაძლო დიალოგს გამოეხმაურა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading