13 წლის ქართველი ფეხბურთელი მოსე კვალიაშვილი უკვე თამამად იკიდებს ფეხს დიდ ფეხბურთში

13 წლის ქართველი ფეხბურთელი, მოსე კვალიაშვილი, უკვე თავდაჯერებულად დგამს ნაბიჯებს დიდი ფეხბურთისკენ. ახალგაზრდა სპორტსმენი ამჟამად საბერძნეთში, ათენის „ოლიმპიაკოსის“ აკადემიაში ასპარეზობს 10 ნომრიანი მაისურით. მოსე თბილისში დაიბადა და გაიზარდა.

მისი ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე უკავშირდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისს, სადაც მან პირველი ნაბიჯები გადადგა როგორც ადამიანმა და სპორტსმენმა.

სულ რამდენიმე დღის წინ, იტალიაში, ქალაქ კატანიაში გამართულ 14-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე ,, სიცილიის თასზე” მოსემ წარმატებით იასპარეზა. მისმა გუნდმა ტურნირი ღირსეულად დაასრულა ორი ფრე და ერთი გამარჯვება, რაც შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ უკვე არსებობს დაინტერესება როგორც საქართველოდან ასევე სხვადასხვა კლუბებიდან,თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

მოსე მხოლოდ 13 წლისაა და მისი მომავალი მთლიანად მის შრომაზე და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული. მისი მთავარი ოცნება კი ძალიან მარტივია და ამავე დროს ძალიან დიდი – ერთ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური მოირგოს და თავისი ქვეყანა საქართველო ღირსეულად წარმოაჩინოს საერთაშორისო ასპარეზზე

🇬🇪

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading