,,ომეხის დახვრეტა მას შემდეგ მოხდა, რაც სროლა შეწყვეტილი იყო და ფაქტს ჰყავს თვითმხილველები”-ლედი აფრასიძე
„ჩვენს ოჯახში ერთადერთი ძებნილი იყო ომეხი აფრასიძე. რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ სვანეთში და არამარტო სვანეთში და მიზანი რომ ყოფილიყო დამნაშავის დაკავება, დამნაშავესაც ხომ უნდა დადგენა და შესაბამისი პროცედურები, ეწარმოებინათ გამოძიება, ჩაეტარებინათ სასამართლო, დაეკავებინათ ომეხი და თუ იმსახურებდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის იყო დამნაშავე, შესაბამისი სასჯელი მიესაჯათ მისთვის. ის ცოცხლად აიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა ცხადია, დახვრიტეს. დახვრიტეს ისე, რომ ჯერ დანით მიაყენეს ჭრილობები, შემდეგ ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით უამრავი ჭრილობა მიაყენეს და მისი ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი.
როდესაც ომეხი გამოიყვანეს სახლიდან, ვგულისხმობ სახლს, რომელსაც ბოლოს ცეცხლი წაუკიდეს, ჩემი ძმა გიორგი უკვე მეზობლის ეზოში ჰყავდა გადაყვანილი ბიძაჩემს და გიორგიმ დაინახა და კიდევ სხვა მეზობლებმა როგორ ჩამოიყვანეს ხელბორკილ დადებული ომეხი გზის მეორე მხარეს მეზობლის ეზოსთან. რაც შეეხება ამ დახვრეტის ფაქტს, ეს მოხდა მაშინ, როცა უკვე ეს სპეცოპერაცია დასრულებული იყო, სროლა შეწყვეტილი იყო და შესაბამისად მეზობლებსაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ სახლებიდან გამოეხედათ და თვალი ედევნებინათ იქ რაც ხდებოდა იმისთვის. არიან მოწმეები მეზობლები, მათ შორის ჩემი სხვა ოჯახის წევრებიც, მაგალითად გოჩა აფრასიძე, რომლებმაც დაინახეს როგორ დახვრიტეს ხელბორკილ დადებული ომეხი“, – აღნიშნა ლედი აფრასიძემ.