,,ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს”-დოდო აფრასიძე
„გოჩას ტყვია არ მოხვედრია, დანით დასერეს და მკვდარი ეგონათ უკვე, გადაფარებული ჰქონდა ზემოდან „ადიალა“. ომეხი, ხელ-ფეხ შებორკილი, გაათრიეს პირდაპირ ტალახში და იქ დახვრიტეს, ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე.
ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დოდო აფრასიძემ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 წელს სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ.