18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა!
მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წელს დააფუძნა. ეს დღე მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღინიშნება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ მუზეუმებში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს როგორც მუდმივმოქმედი, ისე განახლებული ექსპოზიციები, გაიმართება გამოფენები, პრეზენტაციები, კონფერენციები, ასევე, პატარებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
მუზეუმებში შესვლა თავისუფალია.
