დაცული ტერიტორიების სააგენტოში ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მენეჯმენტის გეგმის პროექტი მომზადდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების გუნდის მიერ. დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
მენეჯმენტის გეგმის პროექტი ასახავს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიან მიზნებსა და მართვის შესაბამის მიდგომებს და ხელს უწყობს საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და ეკოტურიზმის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას.




