მარნეულელი მკლავჭიდელების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე
25-27 მარტს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მარნეულის სპორტული სკოლის მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს.

👉 70 კგ წონითი კატეგორია:
- 🥇 გიორგი ლომიძე (მარჯვენა ხელი)
- 🥈 გიორგი ლომიძე (მარცხენა ხელი)
👉 50 კგ წონითი კატეგორია:
- 🥈 ლუკა ცხვარაძე (მარჯვენა ხელი)
მწვრთნელი – რომან კურტანიძე.

ასევე, ვეტერანთა შორის 110 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა სპორტული სკოლის მკლავჭიდის მწვრთნელი, შერმადინ ბოჭოიძე (მარჯვენა ხელი).