ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე შპს Construction Service-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2 ახალი ხიდის მშენებლობასა და 3 ხიდის რეაბილიტაციას მოიცავს. ალექსანდრე ზაბახიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული 9 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტები ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მათი საერთო ღირებულება 5 855 099 ლარს შეადგენს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სიკინჭალაშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading