გარდაბანში ახალგაზრდა კალათბურთელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 🏀

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკალათბურთო სკოლა „მუხბე“-ს მოთამაშეთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ როგორც 12 წლამდელთა, ასევე საქართველოს 14 წლამდელთა ჩემპიონები. საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ ემარი იოსელიანი (12 წლამდე) და ნიკოლოზ ქურსაბედიანი (14 წლამდე).

გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, ასევე განსაკუთრებულად აღინიშნა გუნდის მწვრთნელის ირაკლი ჯანხოთელი წვლილი ახალგაზრდების განვითარებაში.

ცერემონიას ესწრებოდნენ სამირ ხიალოვი და თამარ ხაჩიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading