საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
იტალიაში გამართულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა: ჩვენი სპორტსმენები ტურნირს შვიდი მედლით და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილით დაუბრუნდნენ.
ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს:
- დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ)
- დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ)
- კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ)
ვერცხლის მედალი ნიკა ზანგალაძემ (57 კგ) მოიპოვა
ბრინჯაოს მედლები საბა ღამბაშიძემ (61 კგ),
გოგა ოთინაშვილმა (70 კგ)
ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) დაისაკუთრეს.
გუნდური წარმატებით დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ასპარეზობაც — ქართველმა სპორტსმენებმა აქაც შვიდი მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ჭიდაობის ძლიერ ტრადიციას და ახალგაზრდა თაობის მზარდ შესაძლებლობებს. ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამარჯვების ჟინი აღაფრთოვანებს ქვეყანას და სტიმულს აძლევს მომავალი თაობის მოჭიდავეებს.
Regionnews-ი ულოცავს საქართველოს ნაკრებს და ყველა წარმატებულ სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!




