საქართველო FIDE-ს ქალთა მსოფლიოს თასს მასპინძლობს

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში ისტორიაში პირველად იმართება FIDE-ს ქალთა მსოფლიოს თასი ჭადრაკში — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, რომელიც 29 ივლისამდე გასტანს.

ტურნირის გახსნის ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან.

FIDE-ს ქალთა მსოფლიოს თასი აერთიანებს 46 ქვეყნის 107 ძლიერ მოჭადრაკეს, მათ შორის არიან მსოფლიოს ჩემპიონები და საერთაშორისო დიდოსტატები: ანტუანეტა სტეფანოვა, მარია მუზიჩუკი, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანა უშენინა და ტან ჯონგი.

ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ქართველი მოჭადრაკეების ასპარეზობა, რომლებიც 6 ივლისიდან ჩაერთვებიან ბრძოლაში. საქართველოს ღირსებას დაიცავენ:

  • ნანა ძაგნიძე
  • ნინო ბაციაშვილი
  • მერი არაბიძე
  • ლელა ჯავახიშვილი
  • ბელა ხოტენაშვილი
  • ანასტასია კირთაძე
  • კესარია მგელაძე

FIDE-ს ქალთა მსოფლიოს თასის მასპინძლობა საქართველოსთვის არა მხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული და ტურისტული თვალსაზრისითაც დიდ მნიშვნელობას ატარებს. ეს არის შესაძლებლობა, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს საქართველოს სიყვარული ჭადრაკისადმი და ჩვენი ქვეყნის წარმატებები ამ სპორტში.

ტურნირი უკვე შემოსულია ქვეყნის სპორტულ ისტორიაში, როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს ჭადრაკის პოპულარიზაციას საქართველოში და ახალი თაობის მოჭადრაკეების მოტივაციას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading