სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე პირი დააკავა

უწყების ინფორმაციით, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია შპს „ენგურჰესში“ შემავალი შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნული კომპანია ოპერირებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა პირმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მსგავსი დანაშაულები რეაგირების გარეშე არ დარჩება, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading