თბილისში, ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

დედაქალაქში, ორთაჭალის მონაკვეთში, ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ გზაზე ინფრასტრუქტურული დაზიანება დაფიქსირდა. დაზიანებულია მტკვარის ნაპირსამაგრი ჯებირი, რის შედეგადაც ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე.

ადგილზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად. მათი განცხადებით, გზის ჩამოშლის საფრთხის გამო, მოძრაობა ერთ ზოლში დროებით შეიზღუდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა დაახლოებით 40-მეტრიანი ხიმინჯოვანი კედელი, რის შემდეგაც გზის დაზიანებული მონაკვეთი აღდგება და მოძრაობა სრულად განახლდება. სამუშაოების დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება.

ინფრასტრუქტურულ პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading