სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში,არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინა, რომ შპს „ნთკ 2016“-ში საწებლებისა და აჯიკის წარმოება ჰიგიენური ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა. დაფიქსირდა როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული შეუსაბამობები.
აღნიშნულის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი დროებით შეჩერდა, ვიდრე ყველა დარღვევა სრულად არ აღმოიფხვრება. კონტროლის ფარგლებში ასევე დაილუქა დიდი რაოდენობით პროდუქცია – პომიდვრის სოუსი და აჯიკა.
სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოონ.