დმანისის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

კომისიის წევრებმა მოისმინეს დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილი იყო განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები.

ასევე განიხილეს დმანისის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესებასა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გაძლიერებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading